04.10.2022 | 04:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თამარ გაბუნია: "კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, ეპიდვითარება სტაბილურია"

კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, შეიმჩნევა შემთხვევების კლება. კოვიდის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, როგორც გაბუნია განმარტავს, ქვეყანაში ახალი შტამები არ გამოკვეთილა. "კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, შეიმჩნევა შემთხვევების კლება. კოვიდის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია. გრძელდება ტესტირების პროგრამა, ასევე ვაქცინაციის. კორონავირუსის სტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება", - აღნიშნა გაბუნიამ.

დღის გადაცემები