13.12.2024 | 05:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტმა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით, 1 წინააღმდეგ მიიღო "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მედიკამენტებზე ზღვრული ფასები წესდება.

პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

ცვლილებები ეხება ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოტანას. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება.

რეფერენტული ფასის მექანიზმი 36 ქვეყანაშია დანერგილი.

ცვლილებები ასევე ეხება, საქართველოს ნაციონალური GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებასთან და საქართველოს ნაციონალური GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციასთან დაკავშირებულ საკითხებს. GMP და GDP სერტიფიკატების უქონლობის შემთხვევებში შემოდის საჯარიმო სანქციები.

მომხსენებლის განცხადებით, რეფერენტული ფასების დანერგვას აღსრულების მექანიზმები სჭირდება, ამიტომ ცვლილებები შედის სხვა მოქმედ კანონებშიც, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონებში და საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000-1200 მედიკამენტს შეეხება. მისი თქმით, სამინისტრო, მთავრობა ამ მექანიზმის სხვა მედიკამენტებზეც ეტაპობრივად, გონივრულ ვადებში გავრცელებას გეგმავს.

"ამ მოდელის განხორციელება მოხდება წარმატებულად და მიაღწევს იმ მიზანს, რაც ემსახურება საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხლელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადების და ავთვისებიანი სიმსივნის დროს" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის გადაცემები