13.12.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, ხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, თავდაცვის უწყებაში მიღებული რეფორმების შესამუშავებლად მთავრობამ სხვა ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა გაითვალისწინა.

ღარიბაშვილის განმარტებით, ეს პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

"დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განვიხილავთ. ბატონმა ჯუანშერმა წარმოადგინა აღნიშნული პროექტი. ეს არის ერთ-ერთი საოცნებო საკითხი პირადად ჩემთვის, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს მომავალ თაობას, მათ აღზრდას, მათში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას და დამატებითი მოტივაციის მიცემას.

დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ უცხო ქვეყნების გამოცდილება, პრაქტიკა დავამუშავეთ და აღნიშნული კოდექსი ძალიან დიდი სიახლე იქნება - რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყება თავდაცვის უწყებაში.

პირველი, რაც მინდა მოკლედ გითხრათ, არის შემდეგი - სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, ხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ, მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და უნდა ვაღიაროთ, რომ არ იყო ეფექტური. ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდოდა. ამის თაობაზე გვქონდა უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან საუბარი, ყველამ ერთად გავაანალიზეთ და შევთანხმდით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ დამატებით შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას აირჩევს. მინიმუმ იქნება 6-თვიანი პროგრამა. ეს არ იქნება რაღაც უბრალოდ თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური საბრძოლო სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა.

გაწვევას რეგიონული სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს თავდაცვის უწყება. ეს პროცესი იანვრიდან დაიწყება, მაგრამ ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან. იქამდე სამინისტროს მოწესრიგება, მომზადება სჭირდება. ასევე რეგიონებში გვინდა ავაშენოთ თავდაცვის ცენტრები, რომ ადგილზე ჩვენს ახალგაზრდებს გაუადვილდეთ ჩვენს ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები