19.04.2024 | 05:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად 1.59 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად 1,59 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული დაფინანსება უკრაინისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.

"ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს", - წერს ლაიენი.

დღის გადაცემები