13.12.2024 | 05:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა

აზერბაიჯანმა სომხეთი თავისი არმიის პოზიციების მიმართ ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, ოფიციალურმა ერევანმა კი განაცხადა, რომ ეს დეზინფორმაციაა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 27 ნოემბერს 15.45-იდან 16.55 საათამდე ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, კალბაჯარის რაიონის ელიჯის დასახლების მიმართულებით.

"გარდა ამისა, 27 ნოემბერს, 11:30 საათიდან 16:20 საათამდე, სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, კვლავ ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აღდამში", - ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

ამასთან, თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას".

დღის გადაცემები