24.04.2024 | 18:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "არანაირად არ არის დამნაშავე არც ეკლესია, არც პატრიარქი, რომ შენ არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "ახლა იმართება აქციები სახელწოდებით "შინ ევროპისკენ". კი ბატონო, შინ ევროპისკენ - ვინმე უშლით ამათ? ვიღაც ამბობს, მე მინდა ევროპისკენ. ვინ შეგიშალა ხელი? ევროპამ არ მოგცა კანდიდატის სტატუსი. რა დანაშაული მიუძღვის ამაში მართლმადიდებლობას, ეკლესიას ან პატრიარქს? არანაირი. არანაირად არ არის დამნაშავე არც ეკლესია, არც პატრიარქი, რომ შენ არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ აქციაზე "შინ ევროპისკენ" გაილანძღა მართლმადიდებლობა, ეკლესია და პატრიარქი. არანაირად არ არის დამნაშავე ამაში ქართული აზროვნება, ქართული მენტალობა და ქართული ადათ-წესები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. აქციაზე პირდაპირ არა, მაგრამ მათ მხარდამჭერ ტელეარხებში მუდმივად ამბობენ - დამნაშავე ყოფილა კონსერვატიული აზროვნება, თურმე, იმაში, რომ ჩვენ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. საბოლოო ჯამში კი, სადამდე მიდის? თურმე, ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავეები. აბსოლუტურად არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვის ჩვენ იმაში, რომ ევროპამ სტატუსი არ მოგვცა. ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ხელისუფლებამ ვერ იმუშავა კარგად და არა მარტო ხელისუფლებამ, "ნაცმოძრაობამაც" ბევრი რამ ქნა პოლიტიკურად, რომ ეს სტატუსი არ მიგვეღო. არ უნდა ცდებოდეს პოლტიკურ ფარგლებს ეს საკითხი, მაგრამ პროპაგანდა, რომელიც მიჰყავს "TV-პირველს", "მთავარ არხს", "ფორმულას" და მათ მხარდამჭერ არხებს არის ასეთი, რომ, თურმე, ევროკავშირმა რომ არ მოგვცა სტატუსი, ეს ყოფილა მართლმადიდებლების, ქართულად მოაზროვნე ტრადიციების დამცველი ადამიანების ბრალი", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები