26.04.2024 | 12:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიოლა ფონ კრამონი: "მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში"

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი - ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სიმბოლური და არაფრისმომცემი გადაწყვეტილება უწოდა. ევროპარლამენტის გერმანელმა წარმომადგენელმა 24 ივნისს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცლად ადგილობრივ გამოცემასთან შეაფასა. ვიოლა ფონ კრამონის აზრით, მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მინიმალური დახმარებაა. ევროპარლამენტარმა თურქეთისა და ბალკანეთის მაგალითიც გაიხსენა და სტატუსი სამუდამო მოსაცდელ ოთახს შეადარა.

"გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ძალიან იაფია. მათთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ამ გეოპოლიტიკურად რთულ სიტუაციაში არაფერი ღირს. მათ შეუძლიათ იყვნენ კანდიდატის სტატუსით მოსაცდელ ოთახში სამუდამოდ, როგორც არიან თურქეთი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე", - განაცხადა კრამონმა.

დღის გადაცემები