25.04.2024 | 09:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პიტერ სიიარტო: "გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს - ეს გადაწყვეტილება გაუგებარი, აუხსნელია"

ჩვენ გვწამს, რომ გუშინ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში "აუხსნელი და გაუგებარია".

"გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკაs მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ჩვენ გვინდოდა საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. რომ ყოფილიყო პატარა მინიშნებაც კი სტრატეგიული ხედვისა ევროკავშირში, პატარა ბიძგიც რომ ყოფილიყო, საქართველოს ეს სტატუსი მიენიჭებოდა. ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელია. ევროპული პერსპექტივით ზიანის მომტანიც იყო ეს გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელში მიიღეს, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის დაწყნარების არც მცდელობა და არც დასამშვიდებელი სიტყვები, მაგრამ ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს ჩვენთან მიმართებაშიც, როგორც თქვენს წინააღმდეგ იყენებს ახლა. ე.წ. პირობების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრული იყო გუშინ თქვენთვის საკმაოდ ნათლად, რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ აზრს მოკლებულია. ერთი მაჩვენებელია აქ, რომ არის ე.წ.მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანის მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისს. უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. ჩვენ გვწამს, რომ გუშინ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით.

დღის გადაცემები