18.04.2024 | 15:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში რეალურად პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე არ გვიღებენ"

"საქართველო დღემდე ნატოსა და ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ განვლილი წლების განმავლობაში მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ამ ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები ისეთი იყო, რომ ეს ამოცანა არ ისმებოდა. თუ არადა, საქართველო დიდი ხნის წინ გახდებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრიც", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა. მისივე თქმით, "პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს სამხედრო, პოლიტიკურ და ყველა სხვა ამოცანას".

"ნატო და ევროკავშირიც მუდმივად ამბობს - აი, დემოკრატიის ხარისხი სათანადო არაა. ახლა სად ამბობენ ამას: სხვადასხვა პრესკონფერენციებზე თუ კონფერენციებზე, პირად შეხვედრებში. მე პირადად ვიცნობდი ევროკომისარს. ევროკომისარი არის ევროკავშირის ქვეყნების ევრომინისტრი, მთავარი პირი. მე პირადად ათობით ევრომინისტრს ვიცნობდი და შევხვედრივარ დელეგაციასთან ერთად. ირმა ინაშვილთან და გიორგი ლომიასთან ერთად უამრავ ხალხს შევხვედრილვარ ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში. ეს ხალხი არასოდეს არ მალავდა და ღიად ამბობდა, რომ საქართველო ვერ გახდება წევრი, რადგან, მაგალითად, დემოკრატიის ხარისხი არ არის სათანადო. თურქეთი ნატომ ისე მიიღო, რომ დემოკრატიის ხარისხით ათჯერ ჩამოუვარდებოდა საქართველოს. რატომ? პოლიტიკური ინტერესები ამ ქვეყნების და მსოფლიოში არსებული ვითარება ისეთი იყო, რომ თურქეთის მიღება საჭიროდ მიაჩნდათ. მიიღეს და არანაირ დემოკრატიას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, დემოკრატიას კი არ აქვს მნიშვნელობა და იმას, ჩვენ რას გვეუბნებიან, არამედ იმას, რომ დემოკრატიის ხარისხი არაა. სხვა ყველაფერი უბრალოდ თავის მართლებაა. ჩვენ რეალურად პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე არ გვიღებენ. მითების დეტექტორს  ვუხსნი, თუ სად ამბობენ ამას. ყველა პირად შეხვედრაზე ამას ამბობენ, ყველა კონფერენციაზე, ხშირად ტელევიზიებშიც გამოდიან მათი ექსპერტები და საუბრობენ და ერთი უჯრედი თუ გაქვს ტვინში, ამის გაგება არ გაგიჭირდება. მეორე მიზეზი: ძალიან ხშირად ჩვენ გვეუბნებოდა ნატოც და ევროკავშირიც, პირად საუბრებში განსაკუთრებით, რომ კონფლიქტური ზონები არის, თურმე, პრობლემა. მეტსაც გეტყვით, კონფერენციებს მართავდნენ თბილისში და ექსპერტები გამოაცხვეს - ლუკ კოფი იყო ეგეთი, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ აი, სოხუმზე უარი თქვით, ცხინვალზე უარი თქვით და ეს არის ნატოში გაწევრიანების შანსი. ევროკავშირი გვეუბნებოდა, კონფლიქტური ზონები ხელის შემშლელია, რომ ევროკაშირში გაწევრიანდე. ესეც თავის გამართლებაა, ანუ ტყუილი, იმიტომ რომ სინამდვილეში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა კონფლიქტური ზონები. აი, უკრაინაში ომი მიდის და მაინც მიიღო  კანდიდატის სტატუსი. კვიპროსს ეხვეწებოდნენ საერთოდ, რომ გაწევრიანდიო, როდესაც იქ თურქეთს ნახევარი ტერიტორია წაღებული აქვს. ესეც სინამდვილეში თავის მართლებაა. ანუ, პოლიტიკური ინტერესები თუ დაემთხვა და გარემოებათა დამთხვევა პოლიტიკური თვალსაზრისით მოხდა, სულ არ აქვს მნიშვნელობა, სოხუმია კონფლიქტური ზონა თუ ცხინვალი, მაინც მიგვიღებენ ნატოშიც და მიგვიღებენ ევროკავშირშიც", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები