25.04.2024 | 06:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა დავაკნინოთ, იცით რა, როგორ და როდის

საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს. პირიქით, ეს ასევე არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი "ტვიტერზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.

"ახლა, ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად", - აცხადებს ბორელი.

დღის გადაცემები