24.04.2024 | 20:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიოლა ფონ კრამონი: "იმედი მაქვს, 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ"

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 6 თვეში საქართველოც მიიღებს.

"იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს განხორციელება, ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ნათელია. "ქართულო ოცნება", ბურთი თქვენს მოედანზეა", - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი „დასახული პრიორიტეტები შესრულდება".

დღის გადაცემები