24.04.2024 | 14:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირმა მოლდოვას სტრუქტურული რეფორმებისკენ მოუწოდა

ევროკავშირმა მოლდოვაში 2022 წელს გატარებული რეფორმების შედეგები შეაჯამა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ევროკომისიის ინფორმაციით, მოლდოვაში კორუფციასთან ბრძოლის და იუსტიციის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

ევროკავშირმა მოლდოვას სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მოლდოვამ და ევროკავშირმა საბაჟო და საგადასახადო სისტემაში, ასევე ჯანდაცვის სფეროში სამი შეთანხმება გააფორმეს.

ევროკავშირმა მოუწოდა მოლდოვას, რომ განახორციელოს რეფორმები მართლმსაჯულების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, საარჩევნო კანონმდებლობის, საგადასახადო სისტემის, ასევე კონკურენციის და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკითხში.

ევროკავშირი მიესალმება მოლდოვის პოზიციას, რომელმაც დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დახმარება გაუწია უკრაინას ლტოლვილებთან დახმარების საკითხში. ბრიუსელი მადლობას უხდის მოლდოვას, რომლის ტერიტორიის გავლით უკრაინაში შედის ნავთობპროდუქტები, ასევე ხდება სხვა საქონლის გადატანა უკრაინას, მოლდოვასა და ევროკავშირს შორის. 

დღის გადაცემები