13.12.2024 | 05:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი - უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა

"დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია და ბევრად მჭიდროა დღეს. იმედი მაქვს, მომავალში უფრო დაკავშირებული იქნება ქვეყანასთან. დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში, პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი," – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – "ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საჭიროა დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. ამასთან, მისივე თქმით, უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა.

"სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ და ალბათ დრო არის, გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა." – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის გადაცემები