24.04.2024 | 03:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა დარჩება "წინდახედული და პრაგმატული და არ დაუშვებს თავსმოხვეული სცენარების განხორციელებას“

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში გულწრფელად იმედოვნებენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა დარჩება წინდახედული და პრაგმატული და არ დაუშვებს თავსმოხვეული სცენარების განხორციელებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.

სააგენტო "რეს"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პრეტენზიებთან, უნდა გადაწყდეს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებასთან ერთად.

"ზურაბიშვილს აპრიორი მიაჩნია, რომ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთი აუცილებლად იქნება წარმოდგენილი, როგორც წაგებული მხარე. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს და ზოგიერთი "საქართველოს მეგობრის" წარუმატებელი მცდელობა, ჩაითრიონ იგი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში, ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული ეს განცხადებები უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა პოლიტიკური კრიზისია საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

"სამხრეთ ოსეთის" საგარეო საქმეთა "სამინისტრომ" რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ხელისუფლებას, შეეგუონ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას და ქალბატონი ზურაბიშვილის რჩევით, თავად განმარტონ, სად გადის საკუთარი სახელმწიფოს საზღვრები.

დღის გადაცემები