16.08.2022 | 22:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: ალექსეი დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების რუპორი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ადამიანები გაემიჯნონ შესაბამის განცხადებებს

ალექსეი დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ადამიანები გაემიჯნონ შესაბამის განცხადებებს, თუმცა ეს ხშირად არ ხდება ხოლმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

"ალექსეი დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არის ჩვეულებრივი ომის რიტორიკა. ეს მომდინარეობს კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩვენს ოპონენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ადამიანები გაემიჯნონ შესაბამის განცხადებებს, თუმცა ეს ხშირად არ ხდება ხოლმე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის გადაცემები