19.04.2024 | 04:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა ყველაზე მაღალი ნიშნულს მიაღწია

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - დეკემბრის ჩათვლით, მესამე თვე უწყვეტად იზრდებოდა, რის შედეგადაც ფასების ინდექსმა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ნიშნულს მიაღწია.

ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარ პირობა მცენარეულ ზეთზე გაზრდილი ფასი დასახელდა, რამაც ნოემბრის თვესთან შედარებით დეკემბერში, ფასების 2.5%-ზრდა გამოიწვია, რითაც, საბოლოო, 181.1 ქულიანი ნიშნული დაფიქსირდა. FAO ფასების ინდექსი, 2014 წლის შემდგომ, პირველადა იყო ასეთი მაღალი.

ორგანიზაციის ცნობით, გასული, 2019 წლის მანძილზე FAO-ს საშუალო ფასების ინდექსი, 171.5 ქულაზე მაღლა არ ასულა, რითაც წინა, 2018 წლის მაჩვენებელს, მხოლოდ 1.8%-ით აღემატა, თუმცა 2011 წლის პიკურ პერიოდთან შედარებით, ფასების ინდექსი 2019-ში 25%-ით დაბალი რჩებოდა.

მცენარეულ ზეთზე, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში ფასები 9.4%-თ იყო მომატებული. მცენარეულ ზეთზე, ფასების ზრდა შვიდი უწყვეტი თვე გრძელდებოდა, რის მთავარ მიზეზეად მცენარეული ზეთის, ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოყენება მიიჩნევა. ასევე, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, სოიოს, მზესუმზირის და სხვა მცენარეული ზეთის მარაგებიც, რომელთა ნიშნულმა 2019-ში, ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწიეს 2007 წლის შემდგომ.

დეკემბერში 4.9%-ით იყო გაზრდილი შაქრის ფასების ინდექსიც, რისი მთავარი განმაპირობებელი შაქრის ლერწმის, საწარმოო პროცესში გაზრდილი გამოყენებაა. ბრაზილიაში, ლერწმის ეთანოლის მისაღებად გამოყენებამ, მსოფლიო ბაზარზე შაქრის მარაგების ხელმისაწვდომობა შეამცირა.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი დეკემბერში მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა და 191.6 ქულა შეადგინა. ნოემბრის თვესთან შედარებით იგი თითქმის არ შეცვლილია, თუმცა 2018 წლის დეკემბრის თვის ნიშნულს 18%-ით აღემატება. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტია. ჩინეთი ხორცის და ხორც პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია.

1.4%-ით გაიზარდა FAO-ს მარცვლეულის ფასებიც, ზრდის მიზეზი, ჩინეთში ხორბლის ფქვილზე გაჩენილი მოთხოვნა და მთავარი მიმწოდებლის, საფრანგეთის მხრიდან მიწოდების შეფერხებით იყო განპირობებული. საფრანგეთში შეფერხება საპროტესტო დემონსტრაციებსა და გაფიცვებს უკავშირდება. ხორბლის ფქვილისგან განსხვავებით უცვლელია სიმინდის ფქვილის ფასი.

3.3%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რაც ყველზე გაზრდილი მოთხოვნითა და ევროკავშირისა და ოკეანიის ქვეყნებიდან მწირი მიწოდებით აიხსნება.

დღის გადაცემები