19.04.2024 | 14:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეროვნული ვალუტა კიდევ ხუთი პუნქტით გაუფასურდა [ვიდეო]

ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ ხუთი პუნქტით გაუფასურდა, შესაბამისად, ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარსა და 36 თეთრს შეადგენს.  ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე  მოჩვენებითი სიმშვიდის შესაქმნელად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეზერვებიდან 40 მილონი დოლარი უკვე გაყიდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსახლეობისთვის შემდგომი თვეები შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, რადგან გაუფასურებულ ლარს პროდუქტებზე ფასების  ზრდა მოსდევს.

 

ფასების ზრდა რომ გარდაუვალია ბიზნესის დამოკიდებუელბიდანაც ჩანს. მოსახლეობას და ბიზნესს უკვე დიდი ხანია აღარ სჯერა, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების გადალახვა და ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა შეუძლია. ბიზნესასოციაციაში ლარის კურსის გაუფასურებისა და მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის გაძირებაზე სუაბრობენ და განმარტავენ, რომ თუ ფასებმმა კიდევ მოიმატა პურიც გაძვირდება.

 

არასწრორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეროვნული ბანკის შეცდომებს უკავშირებენ სფეროს სპეციალისტები ლარის გაუფასურებას. ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიზეზად ეროვნული ბანკის მხრიდან  დიდი რაოდენობის ფულის ბეჭვდას  ასახელებენ.

განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვერც ეკონომიკის მინისტრის განცხადებაში ამოიკითხავთ. ნათია თურნავა კრიზისიდან ამოსვლის თეორიულ გზებზე საუბრობს, თუმცა არაფერს ამბობს, რომ პრაქტიკულად ქვეყანა ეკონომიკური უფსკურლის პირას დგას.



დღის გადაცემები