25.04.2024 | 01:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ცხოვრება მკაცრი შეზღუდვების პირობებში [ვიდეო]

მკაცრი შეზღუდვები  და რეგულაციები ქვეყანაში უკვე ერთი წელია გრძელდება.  ჩაკეტილ ცხოვრებას გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებისა მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემებიც ერთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ თვიდან თვემდე თავის გატანა ძალიან უჭირთ. პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც ემატება. ხანდაზმულ ადამიანებს  ფეხით სიარული არ შეუძლიათ  და საჭირო სამედიცინო დახმარებასაც  ვერ იღებენ.

 

პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურისტულ სექტორს მიაყენა, რაც სასტუმროების მუშაობაზე პირდაპირ აისახა.   შეზღუდვები ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ სარესტორნო ბიზნესს კიდევ უფრო მძიმედ დააწვა.

 

1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების გარკვეული ნაწილის  გახსნის გარდა, რომელი ბიზნეს სექტორი განაახლებს მუშაობას, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს პასუხი არ აქვთ, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება რეგულაციების დაცვით.

 

ბიზნეს  სექტორი სულს ღაფავს - ასე აფასებენ ეკონომისტები ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას. რამაზ გერლიანის აზრით, მოსახლეობა არსებული შეზღუდვების ფონზე ისე გაღარიბდა, რომ ხელისულების მხრიდან გაღებული მიზერული შემწეობები მათ სოციალურ მდგომარეობას ვერ უშველის. ირაკლი მურცხვანიძის ხედვით, არსებული შეზღუდვების არსებობით ხელისუფლებას ქვეყნის მმართვა უადვილდება და ეკონომიკის გაჩერება დისკომფორტს საერთოდ არ უქმნის.

 

 

 

 

დღის გადაცემები