19.04.2024 | 19:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეროვნული ვალუტა დევალვაციას განაგრძობს [ვიდეო]

მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ქვეყანაში კრიზისის დაძლევის პოლიტიკა ამ დრომდე არ არსებობს. ბოლო დღეებია იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ეროვნული ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კიდევ უფრო რთული ვითარება შექმნა. ლარის გადასარჩენად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს  გასაყიდად 40 მლნ. ამერიკული დოლარი გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამ დროისათვის ერთი დოლარი 3 ლარი და 44 თეთრი ღირს. ამ ფონზე, ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ კრიზისი ხელოვნურადაა შექმნილი. ლია ელიავა გვეუბნება, რომ ქვეყანაში იმაზე ებვრად რთული მდგომარეობაა, ვიდრე ჩანს. მეტი გრძელვადიანი  პერსპექტივების შექმნისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას რატი აბულაძე და აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა უფრო მაღალ სტანდარტებში უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

მმართველ პარტიაში ქვეყანაში არსებულ ეკონოომიკურ კრიზისს მაკროეკონომიკურ ფაქტორთან აკავშირებენ, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა,  ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტია.

დღის გადაცემები