19.04.2024 | 02:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქსტატის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 9,6 პროცენტით გაიზარდა [ვიდეო]

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს აქვეყნებს. დეღეგეს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 9,6 პროცენტით გაიზარდა. 2021 წლის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,6 პროცენტია. 2021 წლის ჯამური მონაცემებით საქონლის ექსპორტი 27 პროცენტით არის გაზრდილი, 25%-ით არის მომატებული იმპორტის მაჩვენებელი. 

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რაზეც გარკვეული გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ. 2021 წლის დეკემბერში ქვეყანას 160 ათასი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

დღის გადაცემები