18.04.2024 | 02:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,  რომ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკური ზრდა აქვს [ვიდეო]

მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა. პრემიერ მინისტრის განმარტებით,  ნოემბრის თვეში კვლავ გააგრძელებენ მუშაობას სამინისტროებთან,  რათა წლის ბოლოსთვის პარლამენტს საბოლოო ვერსია წარუდგინონ. ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს,  რომ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკური ზრდა აქვს.  პრემიერის პროგნოზით 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ი იქნება.  მთავრობის მეთაურის განმარტებით  2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, თუმცა, ნოემბერში კიდევ ვიმუშავებთ ინტენსიურად სამინისტროებთან და ნოემბრის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. მოგეხსენებათ, რომ 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3%. გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მილიარდი ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5500 დოლარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები