26.04.2024 | 06:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჩიხში შესული ეკონომიკა და გაღარიბებული მოსახლეობა [ვიდეო]

ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა სეგრეგაცია - ეს არის მთავრობის გადაწყვეტილების ფაქტობრივი შედეგი, რომლის თანახმად წინაასაახალწლოდ მართალია დროებით, თუმცა შეზღუდვები სავაჭრო ობიექტების მხოლოდ ნაწილს მოეხსნება.

წინასაახაწლოდ ადამიანებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ. მოქალაქეები ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო დღესასწაულს იმედების და ოცნებების გარეშე ხვდებიან, შეზღუდვების გახანგრძლივებამ ათიათასობით ადამიანი ისევ უმუშევრად დატოვა. გაჩერებული ტრანსპორტი, დაცარილებეული ქუჩები, დახურული კაფე-ბარ- რესტორნები და კოლაფსი თითქმის ყველა სექტორში.

წინასაახალწლოდ, მაშინ როცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავალი  იზრდება, სახელმწიფომ შეზღუდვები გაახანგრძლივა და მოქალაქეებს სამუშაო ადგილის კარი კვლავ გაურკვეველი ვადით დაუკეტა. ამ ფონზე საგანგაშო პროგნოზები აქვთ ეკონომიკის ექსპერტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკური პროცესები გახდება შეუქცევადი და ჩიხში შესული ქვეყნის ეკონომიკა საბოლოო დარტყმას მიიღებს. ეკონომისტები მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

დღის გადაცემები