01.05.2024 | 14:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პენსიონერებს სესხი 2-ჯერ მეტ პროცენტში ეძლევათ [ვიდეო]

საქართველოში 2020 წლის მონაცემით, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 784 000-ს შეადგენდა. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. "ექსკლუზიური" უფლებით მოსარგებლე "ლიბერთი ბანკი" მომხამარებელს სესხს 35%-იანი საპროცენტო განაკვეთით სთავაზობს, რაც სამომხმარებლო სესხთან შედარებით 2-ჯერ მეტია. ასაკოვნები ამბობენ, რომ მიზერული დახმარებით, თავის გატანა ისედაც ძალიან უჭირთ, ხოლო  არარეალურ საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, პენსიიდან არაფერი რჩებათ.

 

საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას 10 წელზე მეტია "ლიბერთი ბანკი" ფლობს. ვიდრე საკითხი იქამდე არ გამწვავდა, რომ კრიზისის სახე მიიღო, ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება არ უცდია. დღეს, თემის განხილვას საკანონმდელო ორგანოში დაპირისპირება მოჰყვა.

 

საქართველოში მოწყვლად ჯგუფებზე გათვლილი დახმარება, მინიმუმ 45-ს, ხოლო მაქსიმუმ 250 ლარს შეადგენს. გათვალისწინებით, იმისა რომ კომერციული ბანკები, 70 წელს გადაცილებულ პირებზე სესხს არ გასცემენ, პენსიონრებისთვის ერთადერთ საშუალებად "ლიბერთი ბანკი" რჩება, სადაც პრობლემას აწყდებიან, რადგან საპროცენტო განაკვეთი, საპენსიო სესხზე 30%-ს აჭარბებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ინიციტივა, დღის წესრიგში დიდი ხანია დგას და საკითხთან დაკავშირებით "ლიბერთი ბანკს" საკუთარ პუნქტებს რამდენიმე დღეში წარუდგენენ.

დღის გადაცემები