23.04.2024 | 00:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოში მილიონზე მეტი მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს [ვიდეო]

საქართველოში მილიონზე მეტი მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს.მოქალაქეებს ხელი მინიმალურ საარსებო პირობებზეც აღარ მიუწვდებათ.ამას ემატება საბანკო ვალდებულებებიც რომლის შესრურლებაც უკვე  მოსახლეობის 12.1 %-ს  მძიმე ეკომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აღარ შეუძლიათ. მინიმალური შემოსავლის და  გაზრდილი ფასების გამო ადამიანები ყოველდღიური მოთხოვნილებისთვის საჭირო პროდუქტების შეძენასაც  ვეღარ ახერხებენ. ქვეყნის მთავარ გამოწვევად კი ამ ყველაფერთან ერთად უმუშევრად დარჩენილი  მოქალაქეების მაღალი რიცხვი სახელდება.

მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წლებია იბრძვის "პატრიოტთა ალიანსი". ირმა ცხორაგაულის განცხადებით, ხელისუფლებისგან დავიწყებულ მოქალაქეებს გაჭირვებასთან მარტო უწევთ ბრძოლა, ვინაიდან მთავრობამ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში ფასებს ყოველდღიურად ზრდის  და იზრდება კომუნალური გადასახადებიც.

სიღარიბე, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სახელისუფლებო გუნდშიც აღიარებენ, ნაცვლად იმისა, რომ გამოსავლის გზებზე ისაუბრონ ტრადიციულად უკიდურეს გაჭირვებას ისევ კოვიდ პანდემიით გამოწვეული მიზეზებით ხსნიან.

დღის გადაცემები