26.04.2024 | 16:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი სულ უფრო მატულობს

ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი სულ უფრო მატულობს. უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს.  ის რომ ქვეყანაში მძიმე ყოფაა ამაზე UNICEF-ის  კვლევის შედეგებიც მიანიშნებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს კი მხოლოდ 7% წარმოადგენს. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის 2019-ის“ თანახმად, საქართველოს მონაცემი გაუარესებულია და 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს მოქალაქეები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას  ღიად გამოხატავენ.

 

მოსახლეობისგან განსხვავებით  ხელისუფლება შექმნილ მდგომარეობას მსოფლიოში არსებული პანდემიით ხსნის და ზოგადი დაპირებით შემოიფარგლება. მმართველ გუნდში ხალხის მძიმე ყოფას როგორც სჩანს არასათანადოდ იაზრებენ.

 

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში 1.56 ლარით გაუფასურდა. „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის  შემდეგ, ლარის კურსი  2012 წელს  1.65 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც  2020 წელს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 3.21 ლარი გახდა.

 

საქართველოს ფინანთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 7 წელიწადში, 2012  წლიდან  2020  წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საგარეო ვალი 12.9 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

 

მთავრობის მუშაობას აკრიტიკებენ ეკონომისტები. ექსპერტები თვეების განმავლობაში ხელისუფლების დაპირებებს ისმენენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები, რომელიც პრობლემას რეალურად მოაგვარებს არ ჩანს.

დღის გადაცემები