20.04.2024 | 06:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაზრდილი კომუნალური გადასახადები თუ სავარაუდო თაღლითური სქემა [ვიდეო]

„ობიექტივის“ ჟურნალისტების მიერ გამოკითხული თითქმის ყველა მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო ორი თვეა კომუნალურ გადასახადებზე გაზრდილი ტარიფები მისდით. მოქალაქეებიისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია რატომ გაორმაგდა მათი კომუნალური დანახარჯები თითქმის ორჯერ, მაშინ როდესაც  ბუნებრივ აირსა და ელექტრო ენერგიას წინა თვეების მსგავსად მოიხმარენ. გაზრდილ ხარჯებს დასუფთავების გაზრდილი ტარიფიც ერთვის თან.

 

ასობით მოქალაქის მიერ გამოთქმული უკმაყოფილებისა და საჩივრების რეკორდულად გაზრდილმა რაოდენობამ სემეკი იძულებული გახადა საგანგებო სხდომა ჩაენიშნა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია აღიარებს რომ აბონენტებისთვის დარიცხული თანხები არაადეკვატურია. ამიტომაც გადაწყდა სემეკმა თელასისა და თელმიკოს საქმიანობა საფუძვლიანად შეისწავლოს და საეჭვო დარღვევები გამოავლინოს.

 

ორშაბათიდან სემეკი კომპანიებში შესვლას გეგმავს. პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება, გამოვლენილი დაღვევების საფუძველზე კი მარეგულირებელი კომპანია სანქციებს დააწესებს. დარღვევების შემთხვევაში სემეკს სანქციების დაწესების სხვადასხვაგვარი ბერკეტი გააჩნია. მათ შორის არის ფულადი ჯარიმები. მით უმეტეს რომ აღნიშნული კომპანიებს ჯარიმების გადახდა გასულ წესაც მოუწიათ. თელასს 50 ათასისს,  თელმიკოს კი 75 ათასი ჯარიმა დაეკისრა. იმ შემთხვევაშ თუ დაღვევები კვლავაც დაფიქსირდება კომპანიებს გაორმაგებული სანქციები დაუწესდებათ.

 

ოპოზიცია თელმიკოსა და თელას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მიაჩნიათ რომ მსგავს სიტუაციებში საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიები უნდა იქმნებოდეს, რაც ქართულ რეალობაში არ ხდება.

 

მოუწევს თუ არა კომპანია თელასსა და თელმიკოს წინა წლის მსგავსად ფინანსური სანქიცების გადახდა და რამდენად იქნება მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული. სემეკში ამბობენ, რომ კომპანიების დეტალური შესწავლა ერთ თვეში დასრულდება და მომხმარებლის ხარჯების დაკორექტირებაც ამის შემდეგ მოხდება.

დღის გადაცემები