25.04.2024 | 03:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეკონომისტები - ლარმა გაუფასურება ხელოვნური მანიპულაციების შედეგად დაიწყო [ვიდეო]

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.  სამკვირიანი გამყარების შემდეგ ბოლო ორ დღეში  ლარი დოლართან მიმართებაში  საგრძნობლად გაუფასურდა.  ეროვნული ბანკის პოზიცია  ლართან დაკავშირებით  უცვლელია. კობა გვენეტაძე ვალუტის მერყეობას არასწორი პოლიტიკის გარდა ყველაფერს აბრალებს, მათ შორის მცურავ კურსს და პანდმიას.

იმას რასაც ვერ ამბობს გვენეტაძე, იციან ეკონომისტებმა, რომლებიც თვლიან, რომ ლარმა გაუფასურება ხელოვნური მანიპულაციების შედეგად დაიწყო, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაზარალდა. დარგის სპეციალისტები რყევებს გრძელვადიან პერიოდშიც ვარაუდობენ.

ხელისუფლების პოპულისტური განცხადებები საზოგადოებისთვის  ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.  ფაქტია, რომ  ლარის გაუფასურება მოქალქეების  ჯიბეზე  მძიმედ აისახება. იმედგაცრუებულ ხალხს მიაჩნია, რომ არსებული ეკონომიკური გუნდის პირობებში მათი სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

დღის გადაცემები