26.04.2024 | 01:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსანდრე დე კროო:"ბელგია უკრაინას გამანადგურებლებს ვერ გადასცემს"

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია უკრაინას გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბელგიური გამანადგურებლები ნატოს დასაცავად გამოიყენება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე, ბელგიისა და ნიდერლანდების საჰაერო სივრცეში.

"ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ჩვენი გამანადგურებლები არ შეგვიძლია მათი გაცემა", - თქვა დე კროომ.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების სწრაფი მიწოდების შესაძლებლობა გამორიცხა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 8 თებერვალს დაადასტურა, რომ ლონდონი მზადაა განიხილოს უკრაინისთვის გამანადგურებლების მიწოდების საკითხი. 

დღის გადაცემები