25.04.2024 | 18:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში მხოლოდ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი ცალკეული ევროპარლამენტარების სუბიექტური შეფასებები მოხვდა

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში, რომელიც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა მოამზადა, მხოლოდ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი ცალკეული ევროპარლამენტარების სუბიექტური შეფასებები მოხვდა.

შესწორება 135-ში ვკითხულობთ - "სინანულს გამოვთქვამთ კრიტიკული მედიის, "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, "ტვ ფორმულას" დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებლისა და დირექტორის ვახტანგ წერეთლის დევნის გამო".

ეს შესწორება დოკუმენტში ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს მოთხოვნით შევიდა და საქართველოს ხელისუფლებას იმ ადამიანების სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რომლებიც მედიამენეჯერის ან დემოკრატიისთვის მებრძოლთა სტატუსს არიან ამოფარებული.

რადიკალური ოპოზიცია მოკავშირე ევროპარლამენტარებთან ერთად მუშაობს ქვეყნისთვის საზიანო შინაარსის შესწორებებზე, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში გაჩნდა.

"დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა. ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და რომელსაც მმართველმა გუნდმა დაუსაბუთებელი, მძიმე და ყალბ ანგარიშებზე დაფუძნებული უწოდა. უცვლელია შესწორებების ავტორთა ვინაობაც - მათ შორის ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე".

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებები გაჩნდა.

დღის გადაცემები