18.04.2024 | 09:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ყველაფერი სინამდვილეში დადის იქამდე, რომ სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, უშიშროება და ჯარი სააკაშვილის მომხრეების ხელში გადავიდეს"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "ევროპაში და ამერიკაში ძალიან ბევრი დეპუტატი, პოლიტიკური ფიგურა, თანამდებობის პირი, უამრავი სენატორი და კონგრესმენი არსებობს, რომლებიც პირდაპირ და ღიად ამბობენ - არ მოგვწონს ბიძინა ივანიშვილი. სულ ესაა - მათ უბრალოდ არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილი და მისგან გათავისუფლება უნდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი ფარულად მართავს ქვეყანას, ამიტომ ამბობენ: ჩვენ გვინდა რეალურად რამდენიმე საკვანძო თანამდებობა. და რა სფეროებზეა საუბარი: სასამართლო სფერო, პროკურატურის სფერო, უშიშროების სფერო, პოლიციის სფერო და სამხედრო სფერო - ეს ყველაფერი სრულად. მათი აზრით, ეს ხუთი სფერო ივანიშვილისგან მთლიანად უნდა გათავისუფლდეს და ამას ისინი დეოლიგარქიზაციას ეძახიან. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი - მარტო ივანიშვილისგან გათავისუფლება არ არის საკმარისი. მათი ხედვით, ეს სფეროები აუცილებლად უნდა გადავიდეს სააკაშვილის მომხრეების ხელში. მთელი ეს პუნქტები: დეოლოგარქიზაცია, ყველა განცხადება, მათ შორის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები, სადაც პირდაპირ ლაპარაკობდნენ - აღარ ამბობდნენ დეოლიგარქიზაციას, ამბობდნენ "დეივანიშვილიზაციას" - ყველაფერი სინამდვილეში დადის იქამდე, რომ სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, უშიშროება და ჯარი სააკაშვილის მომხრეების ხელში გადავიდეს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები