13.12.2024 | 05:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი - "დღეს ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველომ მიუმხრობლობის პოლიტიკა აწარმოოს"

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან- მოურავმა "ობიექტივის" ეთერში სამხედრო მიუმხრობლობაზე ისაუბრა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის გადარჩენის მიზნით, სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

"ნატოსთან პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს, მაგრამ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებულია შავი ზღვის აუზის ქვეყნები. ყველა ეს ქვეყანა ერთმანეთთან ან ჩვენთან არის დაპირისპირებული. თურქეთი და ირანი ერთმანეთის ისტორიული მტერია, ორივე კი ჩვენი მტერი. ნატოს ქვეყნებს და რუსეთს მუდმივი უთანხმოება აქვთ. თუ ჩვენ რომელიმე ერთი ქვეყნის პოზიციაზე დავდგებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც ჩვენი მტერი გახდება. ამიტომ საკუთარი თავის გადასარჩენად, არცერთი ქვეყნის მხარეს არ უნდა დავდგეთ - ამას ჰქვია სამხედრო მიუმხრობლობა.

ავსტრია ევროკავშირის ცენტრალური ქვეყანაა. ევროკავშირში მაქსიმალურად ინტეგრირებულია, არ არის არც ნატოს წევრი, არც რომელიმე ბლოკის წევრი, აქვს სამხედრო მიუმხრობლობა და ბედნიერად ცხოვრობს.

შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ იქ ინტეგრაციის ძალიან მაღალი დონეა, ის ატარებს მიუმხრობლობის პოლიტიკას და აქვს კეთილდღეობა.
შვედეთი, ფინეთი - ორივე ევროკავშირის წევრია, მიუმხრობელია და ამ ქვეყნებში ცხოვრების დონე უაღრესად მაღალია.
ამიტომ, დღეს ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველომაც მიუმხრობლობის პოლიტიკა აწარმოოს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა გადაცემაში "დღის ბოლოს".

დღის გადაცემები