19.04.2024 | 09:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "სახელმწიფოებრივი აზროვნების არსი იმაშია, რომ ხელისუფლებამ ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენოს მისი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა საზიანოდ"

განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა. "შუა კასპში არაბული სოფლები იქმნება, სადაც 136-ამდე ოჯახი ჩაასახლეს და ამაზე არ აქვთ პრეტენზია. ამავე დროს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიდის კამპანია იმაზე, რომ ანკეტა უნდა შეავსებინონ ტურისტს - არის თუ არა მისი ქვეყანა ოკუპანტი. სისულელეებს ხომ უნდა ჰქონდეს ზღვარი. ტურისტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, აბანდებს რაღაც თანხას - ის პოლიტიკისგან გამიჯნულია: იგი ჩამოდის საქართველოში, თანხას ხარჯავს და მიდის. რაში მდგომარეობს გონიერება? იმაში, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ სიტუაციაში, იგივე უკრაინის ტრაგედიის ფონზე, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრი რაღაც დავთმეთ: ეკონომიკურად ჩვენ ბევრი სიკეთე დავთმეთ ამ სანქციების კონტექსტში, რაც არ უნდა დაგვეთმო და უნდა გვესარგებლა, თუნდაც ამ ტრანზიტული ტვირთებით. სახელმწიფოებრივი აზროვნების არსი იმაშია, რომ ხელისუფლებამ ნებისმირი სიტუაცია გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა საზიანოდ. მაშინ შეავსებინონ ეს ანკეტები, ყველა წავიდეს, დარჩეს ცარიელი სასტუმროები, ბინები - და რას მოიგებს და რას მიიღებს ამით ქართველი კაცი?" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები