24.04.2024 | 21:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "პირველად მოხდა, რომ ჩეხეთში ამდენი ადამიანი გამოვიდა და ძალიან დიდი მასა იძახდა, რომ ნეიტრალიტეტი გვინდა - ეს გასაოცარია"

ასე გამოეხმაურა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი პრაღაში გამართულ ფართომასშტაბიან აქციას. ჩეხეთის დედაქალაქში შეკრებილი ათასობით ადამიანი ღიად აცხადებდა, რომ რუსეთთან ომში ჩაბმა არ სურთ. მოქალაქეები ნატოზე უარის თქმასა და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ითხოვდნენ.
"პრაღა ჩეხეთის დედაქალაქია, მაგრამ მოსახლეობით თბილისზე პატარაა. იქ გამართულ აქციაზე სინამდვილეში 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო, მაგრამ ოფიციალურად თქვეს, რომ 70 000. ამდენი ადამიანის შეკრება მილიონზე უფრო პატარა, დაახლოებით 950 000-იანი ქალაქისთვის ძალიან ბევრია. ეს არის მოსახლეობის 8%. პრაღაში ხომ ბავშვებიც ცხოვრობენ და პენსიონერებიც. იქ ბავშვები და პენსიონერები კი არ იდგნენ, იქ იდგნენ აქტიური მოქალაქეები. რომ გადათვალო და თუ აქტიურ მოსახლეობაზე ილაპარაკებ, მთელი პრაღის 20% მაინც დგას. ეს პატარა ციფრი არ არის, ეს არის გრანდიოზული ციფრი. მე გეუბნებით, რომ იქ 100 000-ზე მეტი ადამიანია სინამდვილეში. საზოგადოების მოტყუება არაფრით არ შეიძლება. ეს ხალხი ითხოვდა, მაგალითად, რომ არ გვინდა რუსეთთან ომში ჩაბმა - ეს არის მთავარი. ეს ხალხი ამბობს, რომ უკრიანა კი არ არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლო ჩეხეთია. ჩეხეთამდეც მიაღწია ამ კონფლიქტმა. რაშია უბედურება, იცით? ჩართავ სხვადასხვა არხებს და ისმენ წარმოუდგენელ ტყუილს, რომ ხვალ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და აიღებს მოსკოვს. ამ დროს უკრაინაში ხალხი იხოცება, ტრაგედიაა, ყველაფერი იშლება. რატომ ვცხოვრობთ ამ ტყუილში ჩვენ, როდესაც ჩეხებს ეს ესმით. უკრაინა-რუსეთის ომი ძალიან მიუახლოვდა მათ და ამაში ჩაბმა არ სურთ. პირველად მოხდა, რომ ჩეხეთში ამდენი ადამიანი გამოვიდა და ძალიან დიდი მასა იძახდა, რომ ნეიტრალიტეტი გვინდა - ეს გასაოცარია. ჩეხეთში, რომელიც ნატოს წევრია, გამოდის დედაქალაქის მოსახლეობის 8% და იძახის, რომ მე მინდა ნეიტრალიტეტი, აღარ მინდა ნატო. მესამე საკითხი იყო ეკონომიკური სტაბილურობა. ბოლოს და ბოლოს გაირკვა, რომ რუსეთთან ამხელა ომმა და დაძაბულობამ მთელს ევროპას წარმოუდგენელი ეკონომიკური არასტაბილურობა მოუტანა. სულ გვესმოდა ჩვენ, რომ რუსეთი არავინ არ არის, არაფერს არ წარმოადგენს, ცარიელი ადგილია, მას ეკონომიკა არ აქვს, აი, ხვალ დაეცემა. ბოლოს გაირკვა, რომ მეექვსე ეკონომიკაც არის და გაირკვა ისიც, რომ ევროპაში ეკონომიკური კატასტროფა სწორედ რუსეთთან სანქციების და დაპირისპირების გამო ტრიალებს. აქციაზე გამოსული ხალხი იძახის, რომ ეს არ უნდათ. ჩვენთვის ეს ყველაფერი არის მაგალითი, რომ ამ ამბავში არ უნდა აღმოვჩნდეთ", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები