18.04.2024 | 02:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ქართული ოცნება" გადაიქცა "ქართულ ნაციონალურ მოძრაობად" და "ნაცმოძრაობა" გახდა "ნაციონალური ოცნების მოძრაობა"

"კოჰაბიტაცია დეპოლარიზაცია არ იყო? კოჰაბიტაცია - ეს იყო მცდელობა დეპოლარიზაციის: იყო "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის მეთაურობით, მოვიდა "ქართული ოცნება", მაშინ ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და კოჰაბიტაცია დაიწყო, რომელიც დეპოლარიზაციაზე იყო მიმართული, რომ რაღაცნაირად ეს ორი ძალა დამშვიდებულიყო და ერთობლივი მუშაობა დაწყებულიყო. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ აქედან არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ შეუძლებელია. ცალკე თემაა - "ნაცმოძრაობას" რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ის სახელმწიფო, რომლის აშენებასაც ისინი ცდილობდნენ, ეს იყო სახელმწიფო, სადაც 300 000 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 10% ციხეში აღმოჩნდა და ეს იყო სახელმწიფო, სადაც ქუჩაში კლავდნენ ხალხს და ციხეში აუპატიურებდნენ. რა თანამშრომლობა შეიძლება იყოს?! ეს "ქართულმა ოცნებამ" არ გაიგო, არ მოისურვა ამის გაგება და მათთან კოჰაბიტაცია დაიწყო, რომელიც შერწყმით დამთავრდა. "ქართული ოცნება" გადაიქცა "ქართულ ნაციონალურ მოძრაობად". ვიღაცეები, პირიქით, გადავიდნენ და "ნაცმოძრაობა" გახდა "ნაციონალური ოცნების მოძრაობა" და ეს დღემდე გრძლდება, მაგრამ  მიუხედავად ამისა, არანაირი დეპოლარიზაცია არ მოხდა", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები