18.04.2024 | 18:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "სოზარ სუბარის თქმა რად უნდა, როდესაც ზელენსკი, არესტოვიჩი და კიდევ რამდენიმე ადამიანი თავად იძახის, მეორე ფრონტში უნდა იყოთო"

ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი "ქართული ოცნებიდან" წასული სამი დეპუტატის განცხადებას, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის საშიშროება არსებობს.

"დღეს ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც 2008 წელს: მაკკეინებმა და იგივე ომის პარტიამ სააკაშვილს უბიძგა იმისკენ, რაც მოხდა. ახლა ამავე ომის პარტიამ - ესენი არიან თავად ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე და ა.შ. უბიძგებენ საქართველოს ომში ჩაბმისკენ. სოზარ სუბარის თქმა რად უნდა, როდესაც ზელენსკი, არესტოვიჩი და კიდევ რამდენიმე ადამიანი თავად იძახის, მეორე ფრონტში უნდა იყოთო. მათ ასობით განცხადება აქვთ გაკეთებული ტელევიზიით და ამის უამრავი ვიდეო არსებობს, მაგრამ მე ვასახელებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის პრემიერებს - ეს ყველა ის ხალხია, ვინც ჩართული იყო სააკაშვილთან ერთად იმაში, რომ საქართველო ომში ჩათრეულიყო. ახლა, ერთი თვის მერე იგივე გვარებს გეტყვით ბატონი სოზარ სუბარი. აქ ერთი მომენტია: როგორც მაშინ ცხინვალში ტრაგიკულად დამთავრდა ყველაფერი და მერე ამერიკამ თქვა, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო, ვეუბნებოდით სააკაშვილს ნუ შედიხართო - ზუსტად იგივე მეორდება უკრაინაში. ვინც სამხედრო საქმეში ერკვევა, ყველა ხედავს, რომ იქ საერთოდ ყველაფერი დაღუპულია. ახლა ამერიკა იწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენ ვეუბნებოდით ზელენსკის, ომი დიდი საფრთხეა და არ გინდაო - ზუსტად იგივე სცენარია. ნატო-ს გენერალური მდივნის,  იენს სტოლტენბერგის განცხადებებიც გვახსოვს, რომელიც ასევე არის ამ ომის პარტიის მონაწილე. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ფირფიტა გადმოატრიალეს და უკვე მიდის ლაპარაკი, რომ უკრაინამ გადაწყვიტოს, რა ტერიტორიებს დათმობს და შემდეგ ვილაპარაკოთ მშვიდობაზეო", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები