16.04.2024 | 14:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ქართული ოცნების" უმრავლესობა ჯიუტად აგრძელებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას და უარყოფს იმას, რომ კლანი არსებობს"

ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნას.

"სასამართლო სტრუქტურებზე თუ ვსაუბრობთ, ეს საკითხი ჩვენი მოსახლეობის გულის და სულის სიმებს იმდენად არ არხევს. ანუ, საზოგადოების ნაწილს ეჩვენება, რომ ეს თემა მას არ ეხება და უფრო მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებია, ვიდრე თვითონ არ აღმოჩნდება სასამართლოს კართან. ჯერ ერთი, რიგითი მოქალაქისთვის სასამართლო სერვისის მიღება ძალიან დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული: მას სჭირდება მთელი რიგი პროცედურების გავლა, გადასახადებია დიდი, ადვოკატი უნდა აიყვანოს და ა.შ. რა ხდება მაშინ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოზე მიდგება საქმე, იქ უკვე სრული თავისუფლებაა მიცემული. მიიღო საქმე წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ, გავიდა ოთახში და ამ ოთახში შეუძლია იყოს 15-20 წელი ისე, რომ განაჩენი, გადაწყვეტილება არ გამოიტანოს და მას კანონი არ ავალდებულებს, რომ ეს განაჩენი გამოიტანოს. ჩვენს პარტიას ორი მკაფიო სარჩელი გვაქვს. ერთი მანდატების არასწორი გადანაწილება, რომელიც მოხდა 2016 წელს: ორი დეპუტატი დაგვაკლეს ჩვენ და ის საქმე დღესაც შეტანილია და საკონსტიტუციო სასამართლო იმ სადისკუსიო ოთახშია გასული. შემდეგ ახლა, კომისიის წევრები რომ წაგვართვეს უკანონოდ - ესეც შეტანილია და გასულია. ამათ რომ მისცე საშუალება, 2070 წლამდე ასე იქნებიან გასული იმ ოთახში. სხვათა შორის, როდესაც ვიყავი პარლამენტში, სწორედ მე წარვადგინე ცვლილებები ამ პრაქტიკის და ვთქვი, რომ უნდა იყოს ვადები, თუ რა ვადებში გამოაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მაშინ ჩააგდო ეს "ქართულმა ოცნებამ" პირველივე მოსმენით. ნახეთ, რამდენმა ადამიანმა ვერ მიაღწია მისი სიმართლის აღიარებამდე, რამდენ ადამიანს ვერ მოუსწრო იმ გადაწყვეტილებამ, როდესაც ელოდა ადამიანი და მერე გარდაიცვალა. ადამიანს სასამართლოს მხრიდან განაჩენი სიცოცხლეში სჭირდება. ესეთ სიმახინჯეებთან გვაქვს საქმე! იმ ევროპულ რეკომენდაციებში მართლმსაჯულების რეფორმა, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესი უნდა იყოს უფრო თავისუფალი, პლურალისტური და ღია, ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ, მაგრამ აინტერესებს ვინმეს? ისევ ისე, "ქართული ოცნების" უმრავლესობა ჯიუტად აგრძელებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას და უარყოფს იმას, რომ კლანი არსებობს. კლანია - აბა, რა არის? მურუსიძე, ჩინჩალაძე კლანი არ არის?! ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ ხალხი მათი განაჩენებით კვდებოდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები