25.04.2024 | 06:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნანა დევდარიანი: "პატრიოტთა ალიანსი" წლების განმავლობაში აფრთხილებდა "ქართულ ოცნებას"

ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნანა დევდარიანი პროვოკაციას გუშინ ბათუმის პორტში შემოსული გემის შესახებ.

"არახამიასთან ერთად უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში მთელი ფენაა, მართალია, არა მაღალ თანამდებობებზე და არა პირველი პირები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ხელისუფლების სახელით ილაპარაკონ და მათგან საქართველოს მიმართ ხშირია მტრული გამოხტომები, თითის გამოშვერა, ბრალდებები და ა.შ. ეს უკვე ჩვეულ ამბად იქცა. ეს არის უარგუმენტო, სისულელე, თითიდან გამოწოვილი ამბები. ამას ძალიან კარგად ეხმიანება "ობიექტივის" მიერ გამოძიებული ფაქტი, რომ თურმე ბათუმში შემოვიდა თურქული დროშის ქვეშ მცურავი რუსული გემი ნავთობპროდუქტებით, რომელიც ვითომდა უჩა მამაცაშვილს ეკუთვნოდა და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა ივანიშივილის ოლიგარქობას და იმას, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. გაირკვა, რომ ეს გემი სინამდვილეში "ნაცმოძრაობის" მოლარე კეზერაშვილს და რუს ბიზნესმენ იაკობაშვილს ეკუთვნის. "პატრიოტთა ალიანსი" წლების განმავლობაში აფრთხილებდა "ქართულ ოცნებას", რომ ეს რეალობა დადგებოდა. ჩვენ არ გვიხარია, რომ ეს პროგნოზი გამართლდა, პირიქით, ჩვენ ვაძლევდით რჩევასაც, ვუთითებდით, სად უშვებდნენ შეცდომას, რომ მდგომარეობა აქამდე არ მისულიყო. ახლა ეს პროცესი იმდენად "ამოქოქილია", რომ, მაგალითად, კელი დეგნანი აკეთებს განცხადებას: "ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით სანქციების გვერდის ავლის საკითხს". ანუ უკვე მისგან პირდაპირი მითითებაა. სამწუხაროა, რომ რაზეც ჩვენი პოლიტიკური ძალა აფრთხილებდა "ქართულ ოცნებას" სწორედ ისე განვითარდა მოვლენები. დღეს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ ამბობს, "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა პროდასავლური ძალები შეგვეყვანა პარლამენტში". ეს საოცარი ფორმულირებაა. თავისთავად ცხადია, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ხმები მოიპარეს და გადაანაწილეს 0%-იანი რეიტინგის მქონე პარტიებზე, ეს უკვე ახლა პირდაპირ მმართველი გუნდის პირველი პირებისგან ისმის", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

დღის გადაცემები