25.04.2024 | 19:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ჯაფარიძე: "არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება - მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს"

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, "ხალხის ძალის" წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილისთვის კარგი არაფერი ემეტება, მისი სიტყვები "ძაღლი მიაკვდა სულში", უკან არ მიაქვს, არ ეცოდება და მისი სიკვდილიც არ ეწყინება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებს, სხდომათა დარბაზში მის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ რეპლიკასთან დაკავშირებით განუცხადა.

"მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება. შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს. იმის მაგივრად, რომ ყოველ დღე ბოდიშები ეხადა, ჩამოვიდა კონტეინერით, რომ უბედურება მოუწყოს ქვეყანას, 300 ათასი კაცი პატიმარი ჰყავდა. მე არაფერი უკან არ მიმაქვს, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება-მეთქი, მეტი როგორ გითხრათ, დაანებეთ თავი მიშა სააკაშვილს, შეეშვით ამ ხალხს, დააცადეთ ცხოვრება. მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საავადმყოფოში, ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ? - მე მრცხვენია, გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს. ვინ ტიროდა ასე, "ვაიმე დედიკო მიშველე", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, როცა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, უხერხული იყო თუ არა მისი რეპლიკა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ რას უსურვებს სააკაშვილს, მისი უფლებაა.

"რა ვქნა მერე, რა არის უხერხული? - მე პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საპყრობილეში და არის საავადმყოფოში.

ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ ცოცხალი იყოს და მე რას ვუსურვებ ეს ჩემი უფლებაა. არ მეცოდება. მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე დიდი დამნაშავე ქართულ სამყაროს არ ჰყოლია. უხერხული იცით რა არის, ჩემი შვილები რომ უჩემოდ გაიზარდნენ, ის იყო უხერხული, პარლამენტის წევრი რომ ვიყავი და ქვეყნიდან მაგდებდნენ, ეგ იყო უხერხული, მარნეულში რომ ქონება ჩამომართვეს.

უიმე დედას ბიჭი, გახდა, ხომ? რამდენი პატიმარი გაიყვანა სააკაშვილმა ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ, რამდენი პატიმარი იხოცებოდა წლიდან წლამდე? ერთი პატიმარი საავადმყოფოში არ ჰყავდა გაყვანილი, ანალიზს არ უკეთებდნენ, „ცე“ ვირუსზე რომ სამკურნალო არ ყოფილიყო. ვისზე მელაპარაკებით?! ჩემი ნება ხომ არის, მიშამ ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მისი სიკვდილი, ჯაფარიძემ თავდაპირველად თქვა - "ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს", კითხვაზე რატომ უსურვა მაშინ ასეთი რამ, ჯაფარიძე პასუხობს, რომ მას სააკაშვილი არ ეცოდება და მან ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი".

განმეორებით კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, ჯაფარიძე აცხადებს: "არ მეწყინება, ყოველ შემთხვევაში".

"ის ამ წუთში პრეზიდენტი კი არა სისხლის სამართლის დამნაშავეა და ბევრი სისხლი უსვია ხელებზე",-განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის დერეფანში, ვიქტორ ჯაფარიძესთან, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მივიდა და მას "მონა" და "ნაძირალა, არაკაცი" უწოდა, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა - "არაკაცები სახლში მოიკითხე, ბოდიში შენ აღარ გელაპარაკები, მაინც ქალბატონი ბრძანდები".

წითლიძის თქმით, ჯაფარიძე სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა, როცა ის მესტიაში ჩადიოდა.

"მონა ხარ შენ ვიტია ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილს მესტიაში რომ ჩამოდიოდა წითელ ხალიჩას უგებდი, მონა იყავი მის სადღეგრძელოს სვამდი, ნაძირალა! ", - მიმართა წითლიძემ ჯაფარიძეს, რაზეც ჯაფარიძე პასუხობს - "დედას ვაგინებდი".

ინფორმაციისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „მოკვდება და ძაღლი მიჰკვდომია სულში კიდევ“. დეპუტატმა აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯაგალაძესთან იკამათა. შესაბამისი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

დღის გადაცემები