26.04.2024 | 06:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლევან ნიკოლეიშვილი:"არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია: მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება გამოთქმული პროტესტის გამო დაარბიეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხზე დაიკიდეს”

"დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა! იმ სანდრო გირგვლიანის, რომელიც სააკაშვილის სისტემამ მოკლა. არაფერი გამოხატავს იმ რეჟიმის სისასტიკეს ისე, როგორც ამ ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედია", – წერს "ფეისბუკის" გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

"მოკლეს, მკვლელებს ხელი დააფარეს, ოჯახს სულში ჩააფურთხეს, საზოგადოება გამოთქმული პროტესტის გამო დაარბიეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება ფეხზე დაიკიდეს… კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტრასბურგმა გირგვლიანის საქმეზე მისთვის უჩვეულო და იქამდე და იმის შემდეგ არგამოყენებული ვორდინგით შეაფასა სააკშვილის რეჟიმის სისასტიკე, დაწერა რა, რომ "ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ" საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება".

ამ რეჟიმის ავტორი დღეს ოროთახიან ლუქსში ზის და არათუ სინანული არ გამოუთქვამს, კვლავ თითს გვიქნევს და თავს საქართველოს შემქმნელს უწოდებს", – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

დღის გადაცემები