25.04.2024 | 09:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის.

როგორც კაციტაძემ განაცხადა, საქმეზე ადვოკატების ინიციატივით დამატებით რამდენიმე ექსპერტიზაცაა დანიშნული და გამოძიება გრძელდება.

"მისი ადვოკატები აქტიურად არიან ამ საქმის წარმოებაში ჩართული. საქმის მასალებთან არა უბრალოდ წვდომა აქვთ და ეცნობიან ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, არამედ მათი ინიციატივით რამდენიმე ექსპერტიზაც დავნიშნეთ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. მაგალითად, ისინი ითხოვდნენ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას იმის თაობაზე, თუ რამდენად ადეკვატურად, სწორად და კვალიფიციურად მიმდინარეობდა მისი მკურნალობა პენიტენციურ - მე-12 და მე-18 დაწესებულებაში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და დღეს ეს ექსპერტიზები დანიშნულია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის შედეგები. გამოძიების მიერ დანიშნული ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე მოსულია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი ექსპერტიზის შედეგების მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად შეგვიწყობს ხელს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ არათუ მხოლოდ ადვოკატებს მივეცით საქმესთან წვდომის შესაძლებლობა, არამედ მათ მიერ მოწვეულ ექსპერტებს - როგორც ქართველს, ისე უცხოელ ექსპერტებსა და ექიმებს ჰქონდათ საშუალება, რომ ამ საქმეში ჩართულიყვნენ და საქმის მასალებთან ჰქონოდათ წვდომა. ექსპერტიზის იმ შედეგებით, რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის, საქმეზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. სრული სურათის შესაქმნელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულ ექსპერტიზებზე პასუხის მიღება",- განაცხადა კოკა კაციტაძემ.

დღის გადაცემები