25.04.2024 | 09:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვახტანგ ძაბირაძე: "არ მჯერა, რომ სააკაშვილი პალატაში „ფეხბურთს თამაშობს“ და არც ის, რომ მოწამლეს, არც იმის მჯერა, რომ პუტინს დღე და ღამე მეტი საფიქრალი არ აქვს - ხელისუფლება შეეცდება სააკაშვილი რაღაცაში გაცვალოს, თუმცა რაში, არ ვიცი"

სააკაშვილი იქნება აქ ციხეში, გამოუშვებენ და იქნება თბილისში თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესებზე ისეთ გავლენას ვეღარ მოახდენს, გამორიცხულია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გახდა აუცილებელი, ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირებას მოახდენს, თუ არადა არჩევნებამდე "ათამაშებს".

"მიხეილ სააკაშვილის თემა გაცდა საქართველოს შიდა პრობლემებს, შიდა თემას და საერთაშორისო საკითხად იქცა. ნელ-ნელა მიდიოდა ეს პროცესი. ზელენსკის ჩართვა ამ პროცესში ეს ნიშნავს კიდევ ერთ რამეს, დასავლეთი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის ზელენსკი, უკრაინა და მოლდოვა პოზიციურ ერთიანობაში არიან და ჩვენი ხელისუფლება როგორღაც ცდილობს ამ ურთიერთობას ან დაუპირისპირდეს ან ცდილობს იგნორირება გაუკეთოს. სამწუხაროდ, ის, რასაც ამბობენ, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, მახსენებს იმ ძველ პერიოდს, როდესაც ნებისმიერ დისიდენტურად აქტიურ ადამიანებზე საბჭოთა კავშირი ამბობდა, რომ ეს იყო არა ადამიანის უფლებათა დაცვა, არამედ შიდა საქმეში ჩარევა. ამ თეზისის რეანიმაცია და ისევ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, საკმაოდ სახიფათოა. მარტო ჩვენ არ გვახსოვს ისტორია, დასავლეთშიც ახსოვთ. არ მჯერა, რომ სააკაშვილი [პალატაში] "ფეხბურთს თამაშობს" და არც იმის, რომ მოწამლეს. როცა საუბარია, იმაზე, რომ პუტინს დღე და ღამე მეტი საფიქრალი არ აქვს, ესეც არ მჯერა. ჩვენს საზოგადოებაზე კი ეს მუშაობს.

როდესაც ასეთ დონეზე აიწია ამ თემამ, სააკაშვილი იქნება აქ ციხეში, გამოუშვებენ და იქნება თბილისში თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესებზე ისეთ გავლენას ვეღარ მოახდენს, გამორიცხულია. როცა თავის დროზე შევარდნაძემ მიიღო გარანტიები და სააკაშვილს გადასცა ხელისუფლება, ასევე მიიღეს ამათაც გარანტიები. როგორც ჩანს, ამ გარანტიებში იდო ისიც, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი წავიდოდა ქვეყნიდან. როგორც ჩანს, სააკაშვილმა სწორედ ეს პირობა დაარღვია", - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება კითხვას, გაათავისუფლებს თუ არა ხელისუფლება სააკაშვილს, ძაბირაძის თქმით, გაათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ მართლა გაჩნდა მისი ფიზიკურად განადგურების საფრთხე.

"ეს ნამდვილად არ აწყობს. დიდი ალბათობით, ის ამას შეინარჩუნებს ან შეეცდება რაღაც სხვაში გაცვალოს. რაში, არ ვიცი. ხელისუფლება ორი მიმართულებით მუშაობას: ამზადებს საზოგადოებას იმისთვის, რომ სააკაშვილი ცუდად არის, ხვალ რომ დასჭირდება სასწრაფოდ მისი ექსტრადირება ამას დაეყრდნობა. როცა გახდა აუცილებელი გადავიყვანეთო და მეორე ის, რომ მას ჰყავდეს სააკაშვილი და ათამაშოს არჩევნებამდე. ჯერჯერობით, ხელისუფლება ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ სააკაშვილი გაცვალოს", - განაცხადა ძაბირაძემ.

დღის გადაცემები