18.04.2024 | 17:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გია ცაგარეიშვილი: "მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის ექსპორტით იყო დაკავებული, გვამებს იტაცებდნენ საავადმყოფოდან და სამოქალაქო პროფილის საავადმყოფოებში მიუგდებდნენ ხოლმე მორგებში, რომ სტატისტიკაში არ ასახულიყო"

კარგად ვხვდები, რომ ყველა მანქანისა და საშუალების გამოყენებით ამ ადამიანის, მწამებლის გამოშვება უნდათ ციხიდან მის შინაურ თუ გარე მეგობრებს. ლობისტებიც აიყვანეს და 15 ათას დოლარს უხდიან თვეში. როგორც ჩანს, ამდენად შეფასდა ამ ადამიანის თავისუფლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის ექსპორტით იყო დაკავებული.

"მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის ექსპორტით იყო დაკავებული, გვამებს იტაცებდნენ საავადმყოფოდან და სამოქალაქო პროფილის საავადმყოფოებში მიუგდებდნენ ხოლმე მორგებში, რომ სტატისტიკაში არ ასახულიყო ეს ყველაფერი. 140 ადამიანი გარდაიცვალა 2011 წელს ციხეებში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისევე როგორც ყველა დანარჩენმა პატიმრებმა, ამ ადამიანმა და მან განსაკუთრებით ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი. მეტი რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, თუ პატიმარი არის თვითდაზიანებით დაკავებული და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. შიმშილობს, თავის თავს აყენებს ზიანს და ამას აკეთებს იმისთვის, რომ შეაცოდოს თავი ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, გაიმრავლოს გულშემატკივრები, შემდეგ მოხდეს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე თუ სასამართლოზე და შეწყალება, გადავადება თუ გათავისუფლება. ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. მაგრამ რაც არ უნდა გამოუშვან ეს სააკაშვილი, შეიწყალონ, გადაუვადონ, მე აზრს ვერ შემაცვლევინებს, ვერც ერთი ევროპარლამენტარი და კონგრესის ვერ ერთი წარმომადგენელი", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დღის გადაცემები