24.04.2024 | 07:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გია აბაშიძე: "ნაცებს" ანგარებიანად მიტმასნილი მურმან დუმბაძეები და ბერძენიშვილები საკუთარი ოჯახების მტრები არიან, თავს ირცხვენენ საშვილიშვილოდ ეს არსებები"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია" ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, "ნაცებს" ანგარებიანად მიტმასნილი მურმან დუმბაძეები, გიორგი გახარიები, კრებსითი ბესელიები და ბერძენიშვილები საკუთარი ოჯახების მტრები არიან, თავს ირცხვენენ საშვილიშვილოდ ეს არსებები.

"აკადემიური წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი ხანდახან მსაყვედურობს, რომ საჯარო კომენტარებში ხისტი ვარ "ნაცების" მიმართ. მაქვს ბუნებრივი პასუხი - ტრადიციული პოლიტიკური თეორიებით და რაციონალიზმით სააკაშვილის სექტა ვერ აიხსნება. ხისტი კი არა და დაუნდობელი ვარ "ნაცების" მიმართ 2006 წლის 29 იანვრიდან, ჩემთვის უცნობი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღიდან.
დაუნდობელი ვარ ჩემი სულხან მოლაშვილის (ერთად ვიზრდებოდით ფოთის ქუჩაზე) გამო, დაუნდობელი ვარ არაერთი გაწამებული, განადგურებული ოჯახის გამო!

"ნაცებს" ანგარებიანად მიტმასნილი მურმან დუმბაძეები, გიორგი გახარიები, კრებსითი ბესელიები და ბერძენიშვილები საკუთარი ოჯახების მტრები არიან, თავს ირცხვენენ საშვილიშვილოდ ეს არსებები."- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

"გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" ლიდერმა, მურმან დუმბაძემ "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა, რომ "მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა".

დღის გადაცემები