26.04.2024 | 08:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სააკაშვილზე: "არავითარი მოწამვლა არ დასტურდება, მათივე საბუთებითაც კი"

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარი მოწამლეს, სიცრუეა. ამას პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს.

მალხაზ ურთმელიძის განმარტებით, მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მოწამვლის თემას თავდაყირა აყენებს მისივე ნდობით აღჭურვილი ამერიკელი ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირადად გაეცნო ცენტრ "ემპათიის" მიერ მომზადებულ სამედიცინო დასკვნას და ტოქსიკოლოგიური კვლევის ამერიკულ პასუხებს. ურთმელიძე ამბობს, რომ ნივთიერებები, რომლებიც ყველა ადამიანში სხვადასხვა დოზით არსებობს, სააკაშვილის შემთხვევაში, კვლევის მიხედვით, დასაშვებ ნორმაზე ბევრად დაბალია.

პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც "ემპათიამ" გამოაქვეყნა, მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად.

სააკაშვილის უფლებადამცველი კი ირწმუნება, რომ მათი მხრიდან ტერმინი "მოწამვლა" არსად ხსენებულა და მარიამ ჯიშკარიანი სამედიცინო დასკვნაში მხოლოდ ფაქტებით საუბრობს. თავად სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

დღის გადაცემები