26.04.2024 | 23:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა
    კომპანია Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.
    მისივე თქმით, მან FBI-სგან გაფრთხილება მიიღო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული შესაძლო რუსული პროპაგანდის შესახებ.
     მარკ ცუკერბერგი: "ჩვენ ვიფიქრეთ: თუ FBI, რომელიც ლეგიტიმური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, ჩვენთან მოდის და გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, მაშინ სერიოზულად უნდა მოვეკიდო ამას".
    გამოცემა New York Post-მა 2020 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ინფორმაცია გაავრცელა ჰანტერ ბაიდენის მიტოვებული ლეპტოპის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურ და სკანდალურ მასალებს შეიცავდა.
   აღსანიშნავია, რომ თავის დროს ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სკანდალი უგულებელყოფილი იყო ამერიკული მეინსთრიმ მედიასაშუალებების მხრიდან, ხოლო Twitter-ი ბლოკავდა აღნიშნულ ამბავზე ბმულების გაზიარებას.
    Facebook-ის დამფუძნებლის განცხადებას "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, ენდრიუ კლაიდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არჩევნებში ჩარევაა და ცუკერბერგმა ჩვენება უნდა მისცეს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს.
დღის გადაცემები