26.04.2024 | 02:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ივნისის ბოლოს ევროპაში მისი ვიზიტისას ის უკრაინას ეწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ივნისის ბოლოს ევროპაში მისი ვიზიტისას, უკრაინას ეწვიოს.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.

შეგახსენებთ, ბაიდენი იმ დასავლელ ლიდერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ჯერ  უკრაინაში ვიზიტით კიევის მხარდაჭერის გამოსახატად არ ყოფილა.

ცნობისთვის, გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი კიევს ომის დაწყებიდან უკვე ორჯერ ეწვია.

აშშ-ის პრეზიდენტი 25 ივნისს გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს ლიდერებს შეხვდება.

დღის გადაცემები