19.04.2024 | 03:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნედ პრაისი: "ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია"

აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

"ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს თავდაცვითი იარაღია", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

დღის გადაცემები