27.04.2024 | 06:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
CNN-ის გამოკითხვა: "ამერიკელთა მხოლოდ 1/3 ამბობს, რომ ბაიდენი 2024 წელს ხელახლა არჩევას იმსახურებს"

ამერიკელთა მხოლოდ 1/3 მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენი 2024 წელს ხელახლა არჩევას იმსახურებს. ასეთია CNN-ის ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელიც SSRS-მა ჩაატარა.

გამოკითხვა მარტის განმავლობაში მიმდინარეობდა და მანამდე დასრულდა, სანამ დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებდნენ.

გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ბაიდენის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტთა 42%. იანვარში ეს მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა. გამოკითხულთა 57% მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. იანვარში კი ეს მაჩვენებელი 55% იყო.

საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ხელახლა არჩევას იმსახურებს.

დღის გადაცემები