26.04.2024 | 06:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გასაწევად ემზადება

"ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გასაწევად ემზადება", - ამის შესახებ RBC აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის ბრიფინგზე დაყრდნობით იტყობინება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მონიტორინგს.

"გასულ პარასკევს ჩვენ გამოვაცხადეთ კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის. უახლოეს დღეებში გვექნება დამატებითი განცხადებები", - თქვა მან.

მისი თქმით, ვაშინგტონს სურს დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა, მიაღწიოს უპირატესობას როგორც ბრძოლის ველზე, ასევე, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაში, შესუსტდეს. 

"ამიტომ, ჩვენი ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნის უკრაინასა და უკრაინელ ხალხს", - ხაზგასმით აღნიშნა სალივანმა.

დღის გადაცემები