20.04.2024 | 04:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
CNN: "რუსეთმა, ჯო ბაიდენის უკრაინაში ყოფნის დროს, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა"

რუსეთმა იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, რაკეტის გამოცდამ წარუმატებლად ჩაიარა.

ამასთან, ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რაკეტის გაშვების შესახებ რუსეთმა წინასწარ შეატყობინა შეერთებულ შტატებს დეკონფლიქტური ხაზებით. მეორე ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ტესტი არ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებულ შტატებისთვის და რომ აშშ არ განიხილავს ტესტს ანომალიად ან ესკალაციად.

CNN-ის წყაროების განცხადებით, SARMAT-ის რაკეტის გამოცდა, რომელსაც დასავლეთში სატანა II-ს უწოდებენ, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა.

დღის გადაცემები